შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქართა ომი

ნიკა კუკავა 5 წლის წინ
სასმელ გადალეულ აზრთა მონდომებით,
სულში ჩამძვრალია ფიქრი - არეული.
მთვარე აღარ ჩქარობს ღამის გათენებას.
მთვარე თავად არის მგონი მთვარეული.

გრძნობა გამოვიდა ბოლოს - მონა მარტის,
წვიმამ მზის სხივები ამინდს გაურია,
სურვილს გავაღვიძებ ისევ ბონაპარტის.
მერე გავჩერდები თუ აქ ხმაურია.

ქარებს ბობოქარი ომი დაუწყიათ,
ხეებს ბრძოლით უწევთ ისევ გადარჩენა,
თითქოს მოახერხე ჩემი დამონება...
მაგრამ არ მასწავლე მგონი გადაჩვევა.

სურვილს გამარჯვების ვინღა დაამარცხებს
ყინვას მოერევა ჩუმი გაზაფხული!
თქვენი მოტივები მე ვერ დამანარცხებს,
მარტო გამარჯვება? სხვაც მაქ განზრახული.


ნიკა კუკავა
2021წ. 28 მარტი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →