ჩანაწერი
Laravel
ძველი იმედები
ძველი იმედები სადღაც გადავყარე,
ქარი გამარჯვებას ვეღარ გადამაჩვევს.
სადღაც დამალულო, ფარდებს მოეფარე
თორემ ეს ხელები ვეღარ გადაგარჩენს.
კუთხიდან სიბნელის ვუყურებ პერფორმანსს,
კარებზე ზარია, იმსხვრევა ფანჯრები.
ღვინი კი ჩვეულად ჩუმია როდესაც
ბოლომდე სისხლისფრად ყვავიან მარჯნები.
ცინიზმი შორიდან მესროდა ნამსხვრევებს,
დარბაზში კი მხოლოდ სიცილის ხმებია,
მე წამში ამ სცენას ვამსგავსებ ნანგრევებს,
თვალები სეირის ყურებით - თვრებიან.
ნიკა კუკავა
2020წ. 3 დეკემბერი.
ქარი გამარჯვებას ვეღარ გადამაჩვევს.
სადღაც დამალულო, ფარდებს მოეფარე
თორემ ეს ხელები ვეღარ გადაგარჩენს.
კუთხიდან სიბნელის ვუყურებ პერფორმანსს,
კარებზე ზარია, იმსხვრევა ფანჯრები.
ღვინი კი ჩვეულად ჩუმია როდესაც
ბოლომდე სისხლისფრად ყვავიან მარჯნები.
ცინიზმი შორიდან მესროდა ნამსხვრევებს,
დარბაზში კი მხოლოდ სიცილის ხმებია,
მე წამში ამ სცენას ვამსგავსებ ნანგრევებს,
თვალები სეირის ყურებით - თვრებიან.
ნიკა კუკავა
2020წ. 3 დეკემბერი.
Laravel
კომენტარი
0