შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მარტოობა

ნიკა კუკავა 5 წლის წინ
მარტოობა დასტყობიათ თვალებს,
სიმარტოვეს ვერ ერევა ფიქრი.
ეს სიცოცხლე დამიბრუნებს ვალებს,
სადღაც ზღვისკენ ამ ფიქრებში მივქრი.

დასტყობიათ მარტოობა ხელებს,
თორე ისე არ იწყებენ წერას,
თვითონ ესვრის ეს დროება მკვლელებს,
და შეწყვეტენ მსხვერპლისაკენ მზერას.

დასტყობიათ მარტოობა ლექსებს,
სტრიქონს აკლდა შენთან ყოფნის წუთი,
შენთან ყოფნა გულს სითბოთი მივსებს,
ცუდ ფიქრებსაც გასკდომიათ ყუთი

დავიძინებ მხოლოდ მაშინ როცა,
ამ დილის ექვს დააკლდება ხუთი,
მანამდე კი გადავაგდე ბოცა,
სმით ილევა საათი და წუთი.

რა ყოფილა მარტოობა, მკვლელი!
თითქოს გულზე დამაწყვესო ქვები,
აღარაა გზა მთებისკენ მსვლელი,
მარტო მე ვარ შორს წასულან სხვები.


ნიკა კუკავა
2019წ. 1 მარტი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →