შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აქედან რომ წავალ

ნიკა კუკავა 5 წლის წინ
აქედან რომ წავალ სადმე დავეგდები!
დანარჩენ სამყაროს დავუწყებ ღრენას!
მე ხომ ყველაფერს ავკიდე დარდები!
მე ხომ ყველაფერს ვუპირებ კბენას!

არ გაგიკვირდეთ ვარდები,
ვარდები ახლა კარგავენ ფერს,
მეც დამავიწყდა ცურვა და -
ვუახლოვდები ფსკერს.

სიმშვიდე ხომ ახლა ბოთლშია მოცული,
ბოთლშია რომელსაც თან ერთვის აპათია.
თან ბოლოს ფიქრები გამოდის მოკლული,
ფიქრები რომლის ბოლოშიც ხიფათია.

ნიკა კუკავა
2020წ. 2 მარტი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →