ჩანაწერი
Laravel
ირონია, ანუ კარგი დღეები N
ქარში, როგორც უძრავი
წიფლის ხმელი რტოები,
მელოდიებს უკრავენ;
ჩუმად, განმარტოებით -
ზუსტად ასე გავამხელ,
სიბნელეში თარეშით,
რომ ეშმაკმაც დალახვროს!
კაცი - გრძნობის გარეშე.
უნდა გამოიდარო -
თორემ ფიქრი ამეტებს…
მეც რამდენჯერ ვიდარდე,
დარდი, ედმონდ დანტესი.
რახანია ბებერ ყორნებს,
არ უხილავთ ლეში -
წაქცეული ღობე-ყორე,
გაზაფხულის თქეში!
მეგობარო, რა ხანია,
ჩვენც ვუჩივით ამინდებს.
შენი მოსვლა მახარე,
მზის ამოსვლა არ მინდა!
გახსოვს? უბნის ქაოსში,
ხალხით სავსე ქუჩები…
ახლა შავით შეგვმოსეს,
ონავრებიც, ურჩებიც.
-ბიჭო, გახსოვსვ ის გოგო?!
პირველად რომ უთხარი-
შეგიყვარდა, როგორ,
როგორ გითხრა უარი…
ცხელი იდგა ზაფხული,
ტბორები რომ დაშრა…
ჯერ ხომ არსად ნახულა,
კაცი - გრძნობის გარეშე!
შენ ის უნდა გენახა,
ზღვაზე, თეთრი გემები,
ჩერდებოდნენ რახანს,
რახანს ჩვენი გეგმებიც -
იყო ზღვაზე გასვლა,
ვოცნებობდით მაშინ
მიწის ზღურბლზე მისვლას!
სიცილ-კისკის გზაში…
და მერე კი ცხოვრებამ,
უფროსწორედ დრომ -
არ შეწყვიტა დინება,
შეგვასწავლა, რომ;
შენნთუ არ გაჩერდები,
მიხვალ, ყველა მხარეში!
და პირველი ბერდება;
კაცი - გრძნობის გარეშე.
წიფლის ხმელი რტოები,
მელოდიებს უკრავენ;
ჩუმად, განმარტოებით -
ზუსტად ასე გავამხელ,
სიბნელეში თარეშით,
რომ ეშმაკმაც დალახვროს!
კაცი - გრძნობის გარეშე.
უნდა გამოიდარო -
თორემ ფიქრი ამეტებს…
მეც რამდენჯერ ვიდარდე,
დარდი, ედმონდ დანტესი.
რახანია ბებერ ყორნებს,
არ უხილავთ ლეში -
წაქცეული ღობე-ყორე,
გაზაფხულის თქეში!
მეგობარო, რა ხანია,
ჩვენც ვუჩივით ამინდებს.
შენი მოსვლა მახარე,
მზის ამოსვლა არ მინდა!
გახსოვს? უბნის ქაოსში,
ხალხით სავსე ქუჩები…
ახლა შავით შეგვმოსეს,
ონავრებიც, ურჩებიც.
-ბიჭო, გახსოვსვ ის გოგო?!
პირველად რომ უთხარი-
შეგიყვარდა, როგორ,
როგორ გითხრა უარი…
ცხელი იდგა ზაფხული,
ტბორები რომ დაშრა…
ჯერ ხომ არსად ნახულა,
კაცი - გრძნობის გარეშე!
შენ ის უნდა გენახა,
ზღვაზე, თეთრი გემები,
ჩერდებოდნენ რახანს,
რახანს ჩვენი გეგმებიც -
იყო ზღვაზე გასვლა,
ვოცნებობდით მაშინ
მიწის ზღურბლზე მისვლას!
სიცილ-კისკის გზაში…
და მერე კი ცხოვრებამ,
უფროსწორედ დრომ -
არ შეწყვიტა დინება,
შეგვასწავლა, რომ;
შენნთუ არ გაჩერდები,
მიხვალ, ყველა მხარეში!
და პირველი ბერდება;
კაცი - გრძნობის გარეშე.
Laravel
კომენტარი
0