ჩანაწერი
Laravel
მუზის მკვლელობა
ტალღები რა ხანია ბობოქრობენ
შენი გაღიმების უხილველად,
მიდი, შეფუთე გრძნობები და
მუზებს საიდუმლო გაუმხილე.
უკვე ყველაფერი გადამინდა,
ვცდილობ კარგად ყოფნას - გამომდის.
თითქოს მე მებრძვიან ამინდები
და მზეც არასოდეს ამოდის.
მხოლოდ შენ ანათებ ოქროსფრად,
გარეთ, სიცივეში... ყინვაში...
ერთი ჩახუტებაც არ მაღირსე -
სასტიკი მკვლელობების ქვეყანაში.
ჰო და, შენ მოკალი მუზა!
მკვდრეთით აღადგინე მერე...
მომხდარს ვეღარაფერს ვუზამთ
მაგრამ ხელები ხომ წერენ?!
წერენ გამოგონილ ისტორიებს -
წერენ ჩემზე და შენზე...
მერე იმედები მიყოლიებს!
ვწვალობ და ვტრიალებ წრეზე.
მახრჩობს შენს ქუჩებზე ხეტიალი,
როგორ ვერ ამჩნევ - ადამიანო...
უკვე ჩამოდგა მატარებელი;
ეცადე რომ არ დააგვიანო...
შენი გაღიმების უხილველად,
მიდი, შეფუთე გრძნობები და
მუზებს საიდუმლო გაუმხილე.
უკვე ყველაფერი გადამინდა,
ვცდილობ კარგად ყოფნას - გამომდის.
თითქოს მე მებრძვიან ამინდები
და მზეც არასოდეს ამოდის.
მხოლოდ შენ ანათებ ოქროსფრად,
გარეთ, სიცივეში... ყინვაში...
ერთი ჩახუტებაც არ მაღირსე -
სასტიკი მკვლელობების ქვეყანაში.
ჰო და, შენ მოკალი მუზა!
მკვდრეთით აღადგინე მერე...
მომხდარს ვეღარაფერს ვუზამთ
მაგრამ ხელები ხომ წერენ?!
წერენ გამოგონილ ისტორიებს -
წერენ ჩემზე და შენზე...
მერე იმედები მიყოლიებს!
ვწვალობ და ვტრიალებ წრეზე.
მახრჩობს შენს ქუჩებზე ხეტიალი,
როგორ ვერ ამჩნევ - ადამიანო...
უკვე ჩამოდგა მატარებელი;
ეცადე რომ არ დააგვიანო...
Laravel
კომენტარი
0