შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

არ მიკვირს ამდენი სიძულვილი

ნიკა კუკავა 3 წლის წინ
მე ვარ გაზაფხულის მიწა,
ჩემზე ამოვიდნენ გვირილები...
თუ ვერ ატრიალებ დედამიწას,
- აკლებ სიხარულს და ღიმილებს.

მომწყვიტეს ჩამოსულმა ქარებმა,
მეც თითქოს გამხსდეს წასული;
თუ დღესაც ფიქრებთან დარჩები,
თან არ წამოიღო წარსული!

წვიმებმა სიცხეები დაძლიეს!
მოდიან - სიბნელეს მიმატებენ!
არ მიკვირს ამდენი სიძულვილი,
მიკვირს - სიყვარულის სინაკლებე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →