შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ამბოხია

ნიკა კუკავა 4 წლის წინ
დავარღვევ წესებს და უაზრო განრიგებს,
არადსდროს ამისხმას აბჯრად მე - ბოდიში.
ვიცი რომ ამ ბრბოდან ერთ-ერთი გამიგებს,
,,ნუ მიჭერ თოკებით, უბრალოდ გამიშვი".

ამ ხალხმა ჯვარს აცვა მის დროზე იესო,
ახლა კი ამ გეგმებს ჩემთვისაც ითვლიან.
რუბრიკა სახელად ,,დღეს ეშმაკს სძლიესო"!
სხვა საუკუნეში გახდება ბიბლია.

გააღეთ ბედკრული პლანეტის კარები,
მიდისთქო უთხარით - არ უნდა დრამები.
ჩემს დროშას ვერ ღლიან პალატის ქარები
გავრბოდი მახიდან და მაინც გავები.

ის ხომ მე თქვენივე ხელებით დამიგეთ,
დამტვირთეთ ცოდვებით - მთაზე მე ავიტან.
ეცადეთ ქარივით, როგორმე გამიგეთ
ამასაც ვიკისრებ, ამასაც ავიტან....

ჯერ შევჭამ იმ მიწას რომელშიც დამმარხავთ,
მაცადეთ, ადრეა! ჯერ იქნებ დავნაყრდე,
ასეთი შიმშილი არასდროს გინახავთ
მინდა რომ ამ მიწით მაძღარი დავმთავრდე.

მერე კი მე თვითონ დამკიდეთ ცოდვებზე,
გამახმოს უწყლობამ - ივნისის სიცხისას.
ვსრიალებ ტალახით შეთითხნილ გრძნობებზე,
ზაფხულის ქაოსში სეზონურ ძილისას.

ნიკა კუკავა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →