შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

კაპიტულაცია პალატაში

ნიკა კუკავა 4 წლის წინ
დროშა აღმიმართავს მე ჩემს პალატაზე,
დროშა ნაცრისფერი...
ანუ დავიპყარი, ანუ დავიპყარი როგორც ბონაპატმა...
ისე შემომხედე, თითქოს ჩავიძირე
- თვალი ღამის ფერი.
ისე შეიცვალა, ისე შეიცვალა თითქოს
გახდა მარტი.

დროშა აღმიმარღავს მე ჩემს პალატაზე,
დროშა ვაფრიალე,
ხედავ? ოთხ კედელში, სიოს უჭირდა და
ქარი ამოვარდა.
ქარი ამოვარდა ცისფერ პალატაში -
ფიქრი ვატრიალე
სანამ სითავხედე მათაც აშლიდა და
ხელებს ჩამომბანდა.

ნერვებს მოვუწოდე ისევ სიმშვიდისკენ
ასე ირონიით.
შენი სურვილები - ჩემებს მოაცილე
მარტომ აისრულე.
რატომ დამივიწყე ისევ გეკითხები
ჩუმი აგონიით,
ისევ ქარია და დროშას აფრიალებს
- ქუდი დაიხურე.

დროშა აღმიმარღავს მე ჩემს პალატაზე
დროშა ნაცრისფერი,
ისე ვფორიაქობ - ერთ ფანჯარა მაქვს
ისიც დახურული.
დრო კი მეუბნება - ნუ ხარ ასე უქმად
ცოტა გაინძერი
მე კი შენ გიყურებ ასე დაბნეული -
ასე გასუსული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →