შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დაღლილობა

ნიკა კუკავა 4 წლის წინ
წამი მერამდენე იწვის მონატრებით,
წუთი უჩვეულოდ მკვდარი ღიმილია...
საათს შეგახედა როგორ ნერვიულობს
ეს თვეც, შფოთვიანი რით ვერ მიილია...

ფანჯრებს ვერ ავხსენი ეგ მძიმე რაზა,
სხივებს აფრქვევდი და მაინც მიიმალე...
მთვარე გათენებამ ისევ გააბრაზა,
და მეც წამომცდა რომ ძლიერ დავიღალე...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →