ჩანაწერი
Laravel
სპაზმები
ჩავკიდე ხელები ამ ღამის სიშავეს
ბალახის სურნელი ნისლი და სინესტე,
მახრჩობენ კრუნჩხვები, რას აღარ ნიშნავენ
ფიქრი და ამ ფიქრთა ნაცნობი სისუსტე.
სიზმარში ნანახი მეგონოს იქნებ და
ჩამაკვდა ხელებში ეს წლები როგორღაც,
იმ ღამეს ფიქრები სამართალს იქნევდა
და ბოლოს ნაგავში ჩაყარა რატომღაც.
სპაზმები, სხეულის სიგრძე და სიგანე
ჟანგბადი მაკლდება, რთულია ვისუნთქო
და როგორც არასდროს ვუკიდებ სიგარეტს
მიშველის? გაქცეულს ნაფაზი თამბაქოს...
ამ ომის ჩონჩხია გროტესკის კივილი,
ტურაა რომელიც წივის და მარტოა...
მოვა დრო როდესაც წაიღებს სიკვდილი
ამ ომმა რაც ჩემში ან ჩემიდან დატოვა.
××× ××××××
2022
ბალახის სურნელი ნისლი და სინესტე,
მახრჩობენ კრუნჩხვები, რას აღარ ნიშნავენ
ფიქრი და ამ ფიქრთა ნაცნობი სისუსტე.
სიზმარში ნანახი მეგონოს იქნებ და
ჩამაკვდა ხელებში ეს წლები როგორღაც,
იმ ღამეს ფიქრები სამართალს იქნევდა
და ბოლოს ნაგავში ჩაყარა რატომღაც.
სპაზმები, სხეულის სიგრძე და სიგანე
ჟანგბადი მაკლდება, რთულია ვისუნთქო
და როგორც არასდროს ვუკიდებ სიგარეტს
მიშველის? გაქცეულს ნაფაზი თამბაქოს...
ამ ომის ჩონჩხია გროტესკის კივილი,
ტურაა რომელიც წივის და მარტოა...
მოვა დრო როდესაც წაიღებს სიკვდილი
ამ ომმა რაც ჩემში ან ჩემიდან დატოვა.
××× ××××××
2022
Laravel
კომენტარი
0