შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ანუ არც იყო

ნიკა კუკავა 4 წლის წინ
რას ელოდები გადამიდგი
ეგერ ლოდები,
შენ ვერ მპატიობ უჩემობას,
მე კი პირიქით.
იცოდე ისევ იმ ადგილას
დაგელოდები,
მე სიჩუმე მაქვს განაჩენად
შენ კი ქილიკი.

გარდა იმისა რომ მივყვები ქუჩის ნაპირებს,
როგორც ყოველთვის აღარ არის, რაღაც აკლია.

თითქოს ამინდი დანებებას აღარ აპირებს,
და რასაც ვხედავ ყველაფერი ეს სპექტაკლია.

მე კი
დავკარგე წარმოდგენა,

ანუ დამთავრდა!


ანუ არც იყო
არც იქნება

და არაფერიც დამამახსოვრდა


ნიკა კუკავა.
2021წ. 13 ნოემბერი.
Laravel

კომენტარი

1
ანი ვარადაშვილი
ვგიჟდები შენზე!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →