შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ვეძგერო მინდა

ნიკა კუკავა 4 წლის წინ
საუბარს ვერჩი და ისიც მერჩის,
მარტო ვარ ახლა, არავინ გვერდში.
ასეა ვიცი,
მწამს როგორც ფიცი;
რომელიც ასჯერ დაირღვა უკვე.
მახრჩობდა წვიმა და მერე ქარი
რომელიც ძლიერ მოჰგავდა ნიავს.
კალაპოტს მოსწყდა რეჩხი მდინარე
და უპატრონო სახლები მიაქვს.
ჩემი ტყის ირგვლივ აღმართული -
ბარიკადები...
რომ ეს სამყარო ან ვერ ვნახო
ანდაც ვერ მივწვდე,
მიძგერენ ისე, ვეძგერო მინდა.
ვეხავდა მიწვევს
თავშია ფიქრი;
როგორ ხარ ახლა
როგორ იყავი
ან გათენება რომ დადგება
როგორ იქნები...
გიყურებ ვხედავ, ორი ხარ ერთში
არავნ მერჩის...
არავის ვერჩი...


ნიკა კუკავა
2021წ. 30 ოქტომბერი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →