შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყმუიან მგლები

ნიკა კუკავა 5 წლის წინ
ოქტომბრის თვეში
მზესთან ერთად ცივა ბატონო,
შუაგულ ტყეში
მე ვუძლებდი ამ ქართა ასხმებს.
მაწვება ლეში
როგორ მინდა ესეც ავწონო
და მერე მთებში
მწვერვალებთან დავხვდე თავდასხმებს.

ყმუიან მგლები
ყმუიან და გზაშია თოვა
დაფარა გზები
დაფარა და ვიწყებ თარეშებს.
ჩამესმის ხმები
ხმებია და საღამოც მოვა...
ოღონდ გავაგნო
და ქოხი დამხვდეს კარის გარეშე.

კაცია ჩემს წინ
წვერებით და ხნიერი ძვლებით,
მან მითხრა, უწინ
უწინ შვილო ვებრძოდი ქარებს...
მაგრამ რას ვიზამთ
მიდის დრო და ყველა ვბერდებით.
და თან ვიხურავთ
სიძლიერის ბობოქარ კარებს.


ნიკა კუკავა
2021წ. 7 ოქტომბერი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →