შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ლექსი ემიგრანტებს

ნიკა კუკავა 5 წლის წინ
ემიგრანტებო, ვიცი გულში ცეცხლი გინთიათ
მხოლოდ თქვენ იცით როგორია იყო ასე შორს
და უსათუოდ უმძიმესი თქვენი ტვირთია
რომ გიფიქრიათ ოჯახისთვის იქნებ ასე სჯობს.

ბებომ გაზარდა
შვილიშვილი დედის მაგივრად
რა სული გვიდგას
თქვენს ნაოფლარს როცა ვეხებით
არა ცრემლები
აღარ მინდა მგონი ამრიგად
დავირაზმებით
მონატრებით და ქვემეხებით

თქვენ მერცხლებივით
ნაშენები ბუდე დატოვეთ
გამოიზამთრებთ
თბილ ქვეყნებში და დაბრუნდებით
აქ დარჩენილნი
გევედრებით ისევ მარტო ერთს
ნუ გადაგვიფრენთ
აქ ჩამოდით ნუ მიბრუნდებით.

რამდენი ღამე
ნათენები ისევ ცრემლებში.
ნერვიულობით
და თან შრომით დღეთა თარეშებს
მოდით გაგითბობთ
მშობლიური მიწის კალთებში
და ღომი იყოს
ანდა მჭადი ყველის გარეშე.


ნიკა კუკავა
2021წ. 6 ოქტომბერი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →