შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ფიქრში გაილია ღამე

ნიკა კუკავა 5 წლის წინ
ფიქრში გათეული ღამე,
თეთრად მოკაშკაშე მთვარით,
შენზე ნაფიქრალი წუთი,
წლებად გადათვლილი წამით,

დღეს უშენობით მერამდენედ დავწერ
სტრიქონებს,
სევდა-ნაჯერი გამოდგება ჩემი
სტროფებიც,
ასე სიშორე გაათენებს მრავალ
ღამეებს,
მასთან-დამჯერი გამოდგება ჩემი
ფიქრებიც...

შენი სიშორით იშფოთვიან ჩემი სუნთქვებიც,
შენზე ფიქრები დამათევენ შენისლულ ღამეს,
შენ გეკუთვნის გამეტებით გულის ფეთქვებიც,
ალბათ წყვდიადი მომიყვება მელექსეს რამეს...


ნიკა კუკავა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →