შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დეკემბრის 21

ნიკა კუკავა 5 წლის წინ
‌ხო სულ მალე მე იანვარს
ჩავუსაფრდები,
‌შენ კი წახვალ და ამინდებიც
შეიცვლებიან.
‌მე არ მინდოდა ამ სცენაზე ჩახსნა
ფარდების,
‌რადგან ფარდებში გრძნობებიც კი
იმალებიან.
‌
‌მომენატრები, თან ძალიან
მომენატრები,
‌და კვლავ დავიწყებ თავჩახრილი, შორიდან თვალთვალს,
‌მაგრამ ამ ტკივილს შორს გაექცნენ შენი
გრძნობები,
‌და აღარ ააქ აზრი მათ საფლავთან
ავლას ან ჩავლას.

მგონი ყველაფერს გაპატიებ სიმშვიდის
გარდა,
რადგან სიმშვიდე არ უხდება წასვლას და
თოვას,
თუ იმ საღამოს ეს მაჯებიც დასერილს
გავდა,
მაშინ გამოდის უსათუოდ ვუსმენდი
შფოთვას.

და სანამ საბოლოოდ გახვალ
გულიდან,
და სანამ გამეტებით ჩარაზავ
კარებს.
მინდა იცოდე რომ მარტო მტოვებ ისევ
მთვარესთან.
მინდა იცოდე რომ ძვლებში გააქვთ
გრძნობები
ქარებს.

ნიკა კუკავა
2020წ. 21 თებერვალი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →