ჩანაწერი
Laravel
ბედნიერება
დაე გავგიჟდეთ თუ ვეწევით ბედნიერებას,
ერთმანეთისთვის შევიშალოთ და ზღვარს გადავცდეთ,
ვარსკვლავებს მიწვდეს კისკისი და ცელქი მღერება,
და ეს სიგიჟე შვილთა შვილებს მერე გადავცეთ.
ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და შარას გავუყვეთ,
სირბილ-სირბილით, სიგიჟეა ჩვენი მშვენება,
გადავაბიჯოთ დაღლილსა და უგვან სამყაროს,
დაე გავგიჟდეთ თუ ესაა ბედნიერება.
მოდი, გაგითბო შემცივნული სველი ხელები,
შეშლილობამდე ნეტარია შენი ფერება,
ჩვენ შევიშალოთ, რომ ამ ქვეყნად ყველამ იცოდეს,
რომ სიგიჟეა, სიგიჟეა ბედნიერება.

კომენტარი
0