შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ჯავახეთს

საოცარი მხარის საოცარო ველო,
ამ კუთხიდან სხვარიგ მოჩანს საქართველო,
თვალის წინ იშლება ვრცელი არე - მარე,
და სილაღე ფერთა დარდებს ასამარებს,
ვეფერები გრძნობით შენს წალკოტს და წიაღს,
ზღაპრულ მხარეს ჩემი, ჩემი ფიქრი მიაქვს,
წარიტაცებს კვლავ თვალს საუცხოო არე,
მეც ამ იდილიის ფიქრებს ვახმოვანებ,
საოცარი მხარის საოცარო მთებო,
ამ კუთხიდან სხვარიგ მოჩანს საქართველო,
ვეფერები ბებერ ისტორიის აჩრდილს,
კლდეზე შემდგარ აბულს ცის ლაჟვარდში აჭრილს,
ფარავანის ზვირთებს მოტრფიალეს ქართან,
და აქ ნახულ სიზმრებს უცხო სასთუმალთან,
საოცარო მხარევ, მხარევ სანეტარო,
ჯავახეთის მთებო, ჯავახეთის პლატო...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →