შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ფიქრი კომაში

სული ვარ სხეულის კედლებში შთენილი,
მინდა, რომ წავიდე, მინდა, რომ ავფრინდე,
გამიშვით, მეძახის, მეძახის ენლილი...

ვშლი მკლავთა აფქიოს, წასვლა მსურს, მივდივარ,
სნეული სხეულის გახლავართ ტუსაღი,
მიშველე უფალო, მე შენი შვილი ვარ...

მირბიან წამები, მაყოვნებთ დროებით,
მივფრინავ და სულზე სამყარო მომება,
გამიშვით დაღლილი ვარ ამაოებით...

სული ვარ სხეულის კედლებში შთენილი,
მინდა, რომ წავიდე, მინდა, რომ ავფრინდე,
გამიშვით, მეძახის, მეძახის ენლილი...

ყოველი, ყოველი, უთქმელი ტვირთია,
მაჩერებთ და მაგდებთ ცრემლიან გუბეში,
მე უნდა გავფრინდე და რისთვის იღწვიან ?
უშველე უფალო, სჭირდებათ ნუგეში...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →