შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

უკრავს ვიოლენჩელო

უკრავს ვიოლენჩელო,
ჰანგი მოწყდა სიმს,
აჰყვა ნიავს მობერილს
დეკემბერის ცივს,
მისწვდა ყურს და გრძნობები
წამოშალა წამს
შენზე მითხრა ძვირფასო
ჩემი როგორ გწამს...
მერე გაჰყვა ჰორიზონტს
გაცდა სივრცეს ვრცელს
და მე გულანთებული
შენთვის ლექსებს ვწერ,
გამოვაღებ სარკმელს და
წავუკითხავ ფიფქს
შენთან მოვატანინებ
ჩემს შორეულ ფიქრს
და როდესაც ატამი
აიფეთქებს თავს...
გეტყვის ვიოლენჩელო
შენი როგორ მწამს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →