ჩანაწერი
Laravel
პატარა ქართლელის ნატვრა
ქართლში ერთი ქოხი მინდა
და ვენახი წინა
მე ვენახში შრომა მინდა
ოფლი მინდა წმინდა
მე ოფლით და ვაზმა ცრემლით
დავაყენოთ ღვინო
და ამ ღვინის ნაჟურით მსურს
ლოცვა აღვავლინო,
ჩემი ფიქრის ქალთან მინდა
მე უღელი ვზიდო,
მისი ხელის მადლით მინდა
საზრდელი რომ ვიღო,
უწმინდესი ჩვილის მინდა
ვარწიო აკვანი,
მერე მისი სმენა მინდა,
მისი ანი-ბანი,
მის გულში მსურს სიყვარული
მშვიდად შევინახო
უფლის რწმენა არ დაკარგოს
თუნდ დაცემა ნახოს.
მისი მზერის ხილვა მინდა
რთველის მოლოდინში
ჭირთან ერთად გამკლავება
და მოლხენა ლხინში.
განტოტვილი ეს ფიქრები,
ნატვრა არის ერთი,
ჩემი თბილი კერა მინდა,
და კერაში ღმერთი.
და სტუმარი, სასურველი
ჩემო სახლის კარო
სულიერს და ხორცის მიერ
საზრდელს ვაზიარო...
ბოლოს თვალი გადავავლო
ზონკარსა და რიწას
მერე მშვიდად მივებარო
ისევ ქართლის მიწას...
და ვენახი წინა
მე ვენახში შრომა მინდა
ოფლი მინდა წმინდა
მე ოფლით და ვაზმა ცრემლით
დავაყენოთ ღვინო
და ამ ღვინის ნაჟურით მსურს
ლოცვა აღვავლინო,
ჩემი ფიქრის ქალთან მინდა
მე უღელი ვზიდო,
მისი ხელის მადლით მინდა
საზრდელი რომ ვიღო,
უწმინდესი ჩვილის მინდა
ვარწიო აკვანი,
მერე მისი სმენა მინდა,
მისი ანი-ბანი,
მის გულში მსურს სიყვარული
მშვიდად შევინახო
უფლის რწმენა არ დაკარგოს
თუნდ დაცემა ნახოს.
მისი მზერის ხილვა მინდა
რთველის მოლოდინში
ჭირთან ერთად გამკლავება
და მოლხენა ლხინში.
განტოტვილი ეს ფიქრები,
ნატვრა არის ერთი,
ჩემი თბილი კერა მინდა,
და კერაში ღმერთი.
და სტუმარი, სასურველი
ჩემო სახლის კარო
სულიერს და ხორცის მიერ
საზრდელს ვაზიარო...
ბოლოს თვალი გადავავლო
ზონკარსა და რიწას
მერე მშვიდად მივებარო
ისევ ქართლის მიწას...
Laravel
კომენტარი
0