შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სატრფიალო, 21-ე საუკუნე

როცა გახსენ კიდევ ერთი ჩანართი,
ჩამომტვირთე ვით გუგლ პლეის დანართი,
ყველამ რომ სთქვა ჩემზე - კარგი კაცია,
შენც ისურვე ჩემი ინსტალაცია...

ისე მიმზერ, ვით ვინდოუს შვიდია,
და გაჭედე, მე მეგონე მშვიდია,
ნუთუ შენში, თავსებადი არა ვარ ?
შემომხედე, მე ხომ ეფლისთანა ვარ ?

ჯერ ადექი, ბოლო ზოლში ჩამწიე,
მერე ასე, ეჯექთისთვის გამწირე,
ფიქრობ შენთვის, ვირუსი და რისკი ვარ,
გსურს წამშალო შენი მყარი დისკიდან...

მე არ ვიცი, რატომ მიწერ დისლაიკს ?
შემომხედე, ხუთ ვარსკვლავზე ავდივარ,
შენ კი ლაით ვერსიების წერაში,
ბატარეა დაგიჯდება ნამდვილად!..
Laravel

კომენტარი

2
ლაშა კობიაშვილი
ორიგინალურია, ცივ ტექნოლოგიებშიც იმალება რომანტიკა... ❤
ნიკა ჯაფიაშვილი
#ლაშა✌️❤️
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →