შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

თეთრი ღამე

მე ამ ბოლო დროს ღამეების ტეხვა ვისწავლე,
და დავივიწყე ის ამ დრომდე რაც მისწავლია,
ბნელ და შავ ღამეს მე ვაქცევ თეთრად,
და ჩემს სამყაროს ვაფერადებ,
შენი ფერებით.
მერე დაღლილი თვალს ვაყოლებ განთიადს, მზიანს,
თითქოს შენს თვალებს, მზის ამოსვლას მე ვეგებები,
ხშირი სუნთქვით და გულის ძგერებით,
მერე მზე მზერით გაანათებს უფსკრულებს გულში,
მის სხივებს ჩემში შენებური შეაქვს სინათლე,
თუმც იგი თითქოს მიმავიწყებს გატეხილ ღამეს,
მაინც ის ღამე,
მოდის ჩემთან და მივყვები მეც ღამეს ნებით,
რომ დაღალული,
გამოვფრინდე შენთან ფიქრებით,
ფიქრებით შენთან,
შენი ფერებით ვაფერადო კვლავ შავი ღამე,
ღამე რომელიც,
სულ ახლახანს,
ვაქციე თეთრად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →