შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სიცოცხლის არსი

იმდღეს სიკვდილი მომადგა,
ფანჯრის რაფაზე დაეყუდა,
თვალებში წუხილი მოუჩანდა,
შემხედა, გული აუჩუყდა.

მერე პაპიროზი გააბოლა,
შემომთავაზა, თუ გინდაო,
დავიღალეო, ასე მითხრა,
და თქვა, სიკვილობა მომწყინდაო.

და მერე პიჯაკით დავითრიე,
შთავბერე სული სიცოცხლისა,
თვალები სიხარულით აახილა,
სიკვდილი სიცოცხლედ იქცა.

ვუთხარი არსი სიცოცხლისა,
რომ თვითონ თავის თავად არსობს,
იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა,
სიცოცხლეც სხვანაირად ფასობს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →