შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სხვას გაყვები როცა

დადგება წამი, ყველაფერი დაკარგავს საზრისს,
და მეც დავიწყებ ფერნაკლული დღეების დევნას,
უაზრობაში დამჭირდება ძიება აზრის,
ყალბი ღიმილით გადავფარავ დარდსა და სევდას.

გავეკიდები უგზო-უკვლოდ დაფანტულ გრძნობებს,
დასაკარგავი ყველაფერი დაიკარგება,
და მერე მდგარი, საკუთარი თავის პირისპირ,
ვიტყვი, ამგვარი ენტროპია არ მეკადრება.

დავამტვრევ ბორკილს საკუთარი სულის სიღრმეში,
ჩემივე ხელით შევაჩერებ გულის ძგერებას,
ყურმილს ავიღებ უკანასკნელ სიტყვის სათქმელად,
და გულახდილად თქვენ გისურვებთ ბედნიერებას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →