შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ზეცამ სიყვარული შენი დამაფიცა

ისე საუცხოოდ ბრუნავს დედამიწა,
ფიქრში გახვეული მოჩანს განთიადი,
ზეცამ სიყვარული შენი დამაფიცა,
მაკრთობს უშენობის მკრთალი ათინათინი.
იქნებ ეს დღეებიც ჩუმად იღიმიან,
თითქოს მარტოობა სადღაც დაიმალა,
თითქოს ეს გრძნობები ისევ გიღიმიან,
თითქოს ფიქრი შენზე ფიქრში დაიღალა.
სხივი ცისკარისა ზეცად აიზიდა,
გული აღარ იცდის გულში მეგულები,
შენი სახე მოსჩანს ჩემი აივნიდან,
ჩუმად გიყურებ და მერე ვველურდები.
სიმშვიდის მაღლობთან სიო მეგებება,
რაც გინდა ისურვე გელი საოცარო,
თითქოს უშენობა სადღაც იკარგება,
მოდი ერთად შევსვათ უკვდავების წყარო...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →