შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მახსოვს გაზაფხული

მახსოვს გაზაფხული, ვარდის ყვავილობა,
როცა ხელი ვკარით ერთად სიმარტოვეს,
მოგხვიე ხელები – შენ კი არ გინდოდა,
გაკოცე და სიტკბო ბაგეს შეგატოვე.

ხეზე ჩიტი იჯდა მაშინ მგალობელი,
ისიც თავის სატრფოს სოლოს უმღეროდა,
მასაც უპოვია გულის ახლობელი,
და გულს არ უხსნიდა სატრფო უმღეროდა.

სითბო, ჩახუტება, სურნელი გაზაფხულის,
მზე მაისისფერი ნაზად გვიღიმოდა,
მერე სხვანაირი ძგერა იყო გულის,
ფეხზე დავიკიდეთ ყველა დროის მოდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →