ჩანაწერი
Laravel
დედამიწის მოხუც ბურთზე
დედამიწის მოხუც ბურთზე უკვე გახმნენ ყვავილები,
ის წალკოტი დაუხრიათ თურმე ჭიებს მიდი ნახე,
დაინახავ თავს დახრი და მერე ჩუმად ატირდები,
იტყვი მეტი რაღა გინდა წუთისოფლის სივაგლახე.
იცინოდნენ უხაროდათ ლურჯა იებს დილის ცვარი,
ვარდმაც თურმე ვარდობის თვეს ბაღი ისე ააყვავა,
რომ გუბიდან ვარდს და იას უმღეროდა მწვანე მყვარი,
დედამიწის მოხუც ბურთზე იდილია დაემყარა.
მაგრამ აბა სამუდამოდ რა შერჩება ამ სოფელში?!
ია-ვარდი ჩამომხმარა, მყვარსაც ერგო მათი ბედი,
ლეში ხოჭოს უჭამია, მალე დაშრა მღვრიე გუბე,
ნუ მოიწყენ რადგან მაინც, მაინც მღერის გედი თურმე.

კომენტარი
0