შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სამშობლოოო

მიწოდეთ შმაგი, გიჟი მიწოდეთ
შეშლილი ანდაც სულაც სულელი,
რადგან სამშობლოს წყლულების გამო,
მეც გამჩენია გულზე წყლულები.

მლანძღეთ, მაგინეთ, დამგმეთ, მაწამეთ,
თქვით რეგვენია, გზა არეული,
მე ხომ სამშობლოს უბედო ბედით,
საკუთარ ბედზე ვამბობ - წყეული.

მიწოდეთ რაც გსურთ, ჰქენით როგორც გსურთ,
თუნდაც მომკალით როგორც ილია,
ოღონდ ნუ იტყვით ფიქრობს მამულზე,
საქმე არა აქვს და მოცლილია.

მიწოდეთ, თუნდაც გიჟი მიწოდეთ,
მე ისევ ვიფრენ ცაზე არწივად,
მეამაყება სამშობლოსათვის,
სამშობლოსათვის თავის გაწირვა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →