შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქალწულები

სულ არსებობდნენ ჯენტლმენები ალბათ შენც გახსოვს,
კეკლუც ქალწულებს რომ უთმობდნენ ადგილს ტრანსპორტში,
ბავშვი ვიყავი არც მეთქმოდა ჯერ ახალგაზრდა,
ბავშვი ვიყავი ჯენტლმენობას როცა ვნატრობდი.

მე გავიზარდე და ვიქეცი ზრდასრულ ჯენტლმენად,
ვით ერთი მგზავრი მეც მივყვები ქუჩაში ტრანსპორტს,
გულჩათხრობილი ვეყუდები ტყავის საზურგეს,
და ქალწულების არსებობას ბავშვურად ვნატრობ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →