შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

იბერიელი

მთის ფერდობიდან გავყურებ სოფელს
და სიოს ქროლვა მომილაციცებს,
მწვერვალზე გრძნობით აღტკინებული
მე ჩემს სამშობლოს აღვუთქვამ ფიცებს.

საქართველოსთვის მე შემიწირავს
ყოველი სუნთქვა და ყველა ფეთქვა.
ჩემი კალამი არ მოისვენებს,
იტყვის ყველაფერს, რაც უნდა მეთქვა.

სამშობლოსათის ამ სიყვარულში
მე ვარ ობოლი, როგორც კატარი
და სიყვარულში დავითოვლები,
ვით ჩემი ქვეყნის დიდი მთა-ბარი.

საქართველოსთის გრძნობით ტრფიალში
გამუდმებულად ვარ მე მშიერი,
არაფრად გავცვლი მე ამ ქვეყანას,
მან ხომ მე შემქმნა, იბერიელი!
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →