შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ფერი თვალისა

წამებს და წუთებს, საათებს ვთელავთ,
მივდივართ შორს და ზღვა კვლავაც ღელავს,
წარსულის შავბნელს ფერები ღებავს,
მაგრამ ჩვენს თავზე ცა მაინც ელავს.

იცვლება დრო და იცვლება ფიქრი.
თაკარა მზეს ეფინება ბინდი,
ახლაც მასველებს წარსულ ზღვის ზვირთი,
მაგრამ ვერ მიაქვს გულიდან ტვირთი.

როგორც ფურცელი თეთრი თაბახის,
მე სულ თავიდან გადავიწერე.
ზოგს მეგობრობის ხელი ვუწოდე,
ზოგი მარადად გადავიმტერე.

ბევრი ვიხილე და ბევრი ვცადე,
ცხოვრების გზაზე გამოვიცვალე,
მაგრამ ამდენი ცდების შემდეგაც
თვალებში ფერი ვერ გამოვცალე.
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →