შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შენობა

პასიურია ამ არცვლილ დღესაც ჩემი მდუმარება გარდაცვლილთა სიზმრიდან. ასე კაბინაში ამ რიტმით ვიწერები. ზიარებამდე მოსაწვევი ბარათები ჩემი მუქი კედლებიდან რომ ჩამოცურავს ყოველ ახალ დღეს ჩემი სიმძიმეც აქ წყდება. გაწყდება თუ არა ხაზი მარადისის რომლითაც ვებმები საკრალურ ფარდებს ყოველი განთიადისას მე არ შემიძლია ვიცოდე, მხოლოდ მიწიდან ამოზრდილი წრფივი ყვავილებით ვემძიმები ჩემს პასტოზურ ხსოვნას. ყოფა ყოვლისა აქ გამეორდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →