შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წრე

გადავაგორებ იმედგადაწურულ ზამთარს, რომელიც არ ვიცი ვის საძებნელად ბრუნდება ყოველი წლის ამ დროს, გადავაგორებ ჩემს მეგობარ ზამთარს და მერე რბილი გაზაფხულის გულის ფორმის შოკოლადებს ისევ მოვიპარავ ბებიას კარადიდან და გაბმით დახვეულ რითმებს დახეულ ფირებს დავაკრავ და გავამღერებ კიდევ ერთხელ იმ აზრს რომ ამ სხეულს გარს ვაკრავ ყოველივეს რაც მახსენებს რომ ავად ვარ და მე ჩემი დაღლილი ხელით გადავწერ პოეზიის ერთხმად შეკრულ ქაოსს და ნოეს კიდობანს დიდი ხნის წინ ჩაძირულს გავედევნები, რიტმს ვერ დაეწევა ხელის მტევნები და მაინც არ დავწერ იმ აღსარებას რომელიც ცხადყოფს რომ მზე ატირდება როცა იხილავს რომ ის კიდობანიც ჩაძირულა თურმე და ვერაფერი გაუგიათ მის შიგნით მყოფთ და ახლაც მე ისევ ვიპარავ ქაღალდში გახვეულ შოკოლადს და ვიტყუებ თავს რომ მყოფნის რაც მაქვს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →