შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

პოეზია ქიმიისა

არმენს დივა ვარდი ვარ და ია არა. იარევ ნარევი სწრაფი ბავშვის იარა. იდგა და იარა პორტრეტის გონებამ მაცვეს მოგონებას როგორც ყველა შენი ფიქრი უკვე მოხდაო. ასე ამბობენ ამბავს ამებას მკვდარი პირიდან და მკვდარი ხარ მტკვარო სცენიდან მგავხარო მიამბე ამბავი თევზის გალექსვის. ფეხები ლოცვის დროს თავზე შემოგაწყვე მე სახლი მაცვია, მაჩვევენ დიმეთილ ტრეპტამინ ყვირიან ჩამირთეთ რაცია, პალატა დაკეტეთ ბავშვია ნათელი მე მომდევს ბავშვი, ვიყავი ამბავი ტოლობის დაშლის და უცნობი დამშალეს. ლილია იბრუნებს უჯრედულ ვარდნებში ფერ ცვლილი გონება, ლილია გრილია ვარდი დათვლილია დამდის მოგონება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →