შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

New note

ძვირფასო ექიმო, გული მერევა, კორპუსები მერევა. რამდენიმე დღის წინ კამერა ვჭამე. გუშინ შევამჩნიე რომ ჩემი საშოდან ყვავილები იზრდება. ჩემი თეატრალური სცენარები და კამერული კრავის ხმა. კორპუსები მეღლებიან მუცლის წყლულები მევსება მდინარეებით მძინარეებით. ჩემი კბილები სიგნალებად ვიბრირებს და ქიმიური პიქსელები ჟონავს ჩემი კანიდან. ჩემი კამერის პინი პიესაა, ჩემი უხერხემლო ფიქრის ბადეები. ძვირფასო ადამიანო, უნდა ნახოთ მცენარეთა სარკაზმი. ასეა, ახლა გული ამერია. კაბელები და კორპუსები. ძვირფასო ექიმო, გიგზავნით ქიმიურ თევზებს. პატივისცემით ბებიათქვენი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →