შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ზღაპარი ოდესმე

დისსონანსები ცვრიანი ნამიან ადამიანი და გზა წრიული დალმაციური როგორც მზიური ნაწვიმარ სიზმარს იმ ზარს რომ ვერცერთ ვეღარც დღეს ევლო განთიადიდან და გადაევლო ღამეს. რამეს თუ დათვლის ის ცა მთლიანი მე გალაქტიკით ვარ განწირული შობით ედემის და სიმართლიდან გამონაცვალი სხვა ვერდებების, თუნდაც არქმნილი სამარადისო ვარდი რომელიც ჭკნება თან დამდევს ამდენს მოითმენს რძიანი ვარდი და მაინც ორ სულს ცა გაამართლებს რომ არცერთ სიტყვას არ ჰქონდა ფერი ჩვენმიერ ქმნილი აჩრდილებისგან იქ ფერთა დაღვრით და გადარჩენით იანვრის მწუხრით ტკბება ზეცისგან რომ გადარჩება ველური ვარდი სადღაც მოძებნის თავის გზას რძიანს მე მიწის შვილი სტუმარი ციდან გადავურჩები მიწას ხავსიანს და მზიანს მთლიანს მე გამოვისხამ სამყაროს ფერთა ავგაროზიანს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →