შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დილა

ცას ჩაუცვავს ვარდისფერი კაბა,
მამლის ყივილს ეგებება დილით,
მზე ამოდის და მიწაზე წვება
ჩემი სახლის დიდი, ფართო ჩრდილი.

ცას ჩაუცვავს ვარდისფერი კაბა
და სარკმელთან მიგალობებს ჩიტი,
დაასველა ხის ფოთლები ნამმა,
მომეფერა მზის პაწია სხივი,

მზე ამოდის და მიწაზე წვება
ჩემი სახლის დიდი, ფართო ჩრდილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →