შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წუხელ მეტად მძიმე ღამე მქონდა..

წუხელ მეტად მძიმე ღამე მქონდა.
სარკმლის მინებს ემხსვრეოდა ქარი.
ტოტებს ლეწდა ულმობელი ფიქრი,
აღარ დამრჩა ქვეყნად საფიქრალი.

წუხელ მეტად მძიმე ღამე მქონდა.
დამეღალა სული ქართან ბრძოლით.
ვერ დაგთმობდი, შემრისხავდა ღმერთი
და ვეკვეთე გრიგალს შიშველ გრძნობით.

წუხელ მეტად მძიმე ღამე მქონდა.
სარკმლის მინებს მოეხეთქა ღმერთი,
და ვიბრძოდით, ვიდრე ჩვენგან ერთმა
საბოლოოდ დაამარცხა ერთი.

2014 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →