შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

1 ივნისი

დღეს ზაფხულის პირველი დღე,
ხალისით აღებს კარებს,
პირველ ივნისს მოგილოცავთ,
დედამიწის პატარებს.

შევავედრებ გამჩენს გულით,
ცის უღრუბლო ნათებას,
თბილ ღიმილებს თქვენს სახეზე,
ტკბილბავშვურად გართობას.

თქვენთვის ჯანსაღი გარემო,
ძილშიაც კი გვადარდებს,
თქვენი ანცი შემართება
და კისკისი გვახარებს.


წარმოსახვით ვეფერები,
თქვენს კულულა დალალებს,
ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ,
მთელ სამყაროს პატარებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →