შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შეცვლილი აპრილი

ისე უჩვეულოდ, ისე უხალისოდ
როგორც უგემოვნო არილი,
სევდად ნაქცევი და აცრემლებული
დღეს მოგვეახლა აპრილი.
როგორი შეცვლილია სამყარო,
გარდაქმნილია ერთმთლიანი,
თითქოს ყველაფერი ყვავის და
ჩამკვდარა ადამიანი...
მხოლოდ აქა, იქ თუ გამოჩნდა,
სახე დაფარული ნიღბით,
აღარ ჩანს ემოციები და
აღარც არავის უკვირთ.
არ მოჩანს აპრილური ზმანება,
სადღაც დაუკარგავს ხალისი,
ვდგავარ ფანჯარაში გაყინული,
ვფიქრობ რას გვიმზადებს მაისი?
თითქოს გაყინულა სუნთქვა,
ვერ გათენებულა აისი,
ღმერთო ბედიერად შემობრძანდეს
კართან ჩამომდგარი მაისი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →