შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვედრება

ღმერთო ძლიერო
რამდენს გვწყალობ და რამდენს გვპატიობ
რომ კვლავ ფეთქავდეს დედამიწა
ცოდვებით სავსე
ღმერთო ძლიერო ჩვენი ლოცვა
ვიცი რომ გესმის
გესმის ვედრება, ასე სუფთა და
ასე მხურვალე
დაე, წაიღე ყველაფერი
არს შენეული
შენს მოწყალებას უზომოდ ვართ
შემოჩვეული
სიღრმით სიღრმემდე რომ მოვიკიდოთ
ყველგან ფესვები
წლები გვიბოძე
ერთმანეთზე უკეთესები,
ღმერთო, მოწყალევ,
მოგროვილი ღრუბელი ფანტე
და ეს სიცოცხლე,ამ ერთხელაც
გრძნობით მოგვანდე.
მოგვანდე ნდობა,გაგვიქარვე
შიში გრძნეული,
შენდამი რწმენას მოჯაჭვული
შემოჩვეული...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →