შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ნამდვილები

არ იღლებიან ნამდვილები სუფთა ღიმილით,
საოცარია რა გრძელია გზა სიმართლემდე,
არ იღლებიან მხრებზე სევდის მწარე სიმძიმით,
როცა სიტყვები ურწმუნოა,დუმილით სცადე,რომ იმარჯვებდე.

მხოლოდ გიჟები დაეძებენ ფერ გაცლილ აფრებს,
ნაწვიმარ ცაზე კითხულობენ ხვალინდელ ამბებს,
მხოლოდ გიჟები ღიღინებენ სულის სიმშვიდეს,
ეს ცხოვრებაა,აქ გაფრენაც უნდა გიღირდეს..

ნ.ვაშალომიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →