შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მთაწმინდა.

დარდიანი იყო, გუშინ მთაწმინდა, როცა გულზედ ასე, მწარედ აწვიმდა. დრო მოვიდა ისეთი, რომ აცივდა დღევანდელით გული, როგორ ასტკივდა. საუკუნოდ ის, ინახავს თაობას, რომლის გამოც, უხარია წარმოთქმა - შვილი ხარ და არ მეთმობი წარსულად, თქვენზე ფიქრში, რამდენი დრო გასულა! უწინდელით ამაყობდა მთაწმინდა - დღეს კი, მის გულს სინანული აწვიმდა... ერის შვილი სულ აღარ ჰგავს თავისას, უცხო ტომებს შერევია სასმისად. დარდიანად იყურება მთაწმინდა! იმედი აქვს მზე, გამოვა ხვალიდან სათქმელს იტყვის ისევ - ისევ თავისას, ქართველობა სიწმინდეა კაცისა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →