შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შენს ტკივილს სხვა ვერ გაიგებს

ჩემი სული
ამ ქალაქში
ლურჯი ზეცის ფერია,
ცა- ღრუბლების ეპითეტი,
გამოაკლდა ალისფერს,
შენს ტკივილს სხვა ვერ გაიგებს,
უფრო ვერ გიშველიან,
ტუჩის კუთხეს, მზის,
ეს წვიმა, კოცნას როდის აღირსებს..
სიყვარული გაცრილია,
ფერგაცლილი ბათქაშად,
დრო- ზღაპრების მოწყალების მთხოვნელია,
ვიცი, მე,
ტბა, რომელშიც მშრალი ვდგავარ,
ზღაპარ იყო, არ დაშრა,
თმას ვიწურავ და ამ თმიდან
ჩემს თბილ ცრემლებს ვიცილებ.
ვერ იპოვი ადამიანს,
თუ იპოვი გიკვირდეს,
ხასიათი გამყიდველად დგას და
შავად ლიცლიცებს,
ამ ქალაქში,
ალბათ უკვე გაგცვალეს, ან გიყიდეს..
ან დგახარ და
არც კი იცი, შენს სულს- დარდს თუ ვის მისცემ.
ჩემი სული
ამ ქალაქში ვერ ეტევა, მთა უნდა,
ათას მზერას ურჩევნია
ზღვასთან მარტო ჯდომაც და
ამ ვენებში სიყვარული
სისხლად თუ კი დაბრუნდა,
ამ ვენებში სიყვარული
სისხლად თუ კი მოვარდა..
მოვალ და....
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →