შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

საკუთარ სულთან ხომ მაინც მარტოა ადამიანი

ალბათ რამდენი რამ არის:
რაც ცოდვად არ ვაღიარეთ,
ალბათ რთულია გავიგო-
ყველა შეგრძნება მონესი,
საკუთარ სულთან ხომ მაინც
მარტოა ადამიანი,
ციდან ჩიტების ჟღურტულიც
ბოლო იმედად რომ ესმის.

იქნებ წვიმასთან და მზესთან
სურდა ეცეკვა მოპასანს?
მოლბერტი კავალერია- როცა თავს უხრის ფუნჯი და
ახლა ამ ცაზე ღრუბლები-
მშიერ, თხელგვერდა მონას ჰგავს,
ხელახლა გამომიხსნია ყველა პასუხი უჯრიდან.

გზებს კი ნატიფად მოუცვამთ- მხრებზე, წამხდარი სიშიშვლე,
კედელს მანქანის ფარები
შუქით დროებით ხიბლავენ,
ახლა ისეთი დრო არის რომ ხმალს არავინ იშიშვლებს,
თუ სულით დაგცეს და თუ სულს
კუთვნილ ქონებით იბრმავებ.

რას ვიზამთ, ჩვენს თავს შევუნდოთ: რაც ცოდვად არ ვაღიარეთ
და რაც არ უნდა გაწვიმდეს:
გაშრები ბოლოს- წესია,
საკუთარ სულთან კი, მაინც, მარტოა ადამიანი,
როცა მაგიდას უზის და საშველი მხოლოდ ლექსია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →