შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ობობა

ობობა ვარ,
რვაფეხა და რვათვალა,
თუ არ გჯერათ,
დამაკვირდით, დათვალეთ!

კარგად ვხედავ,
ჩემს რვავე თვალს - სიკეთე,
სათვალესაც
არასოდეს ვიკეთებ.

მქსოველი ვარ,
არ მჭირდება ჩხირები,
ფეხებშიაც
არვის არ ვეჩხირები.

არ გეგონოთ
ვტრაბახობდე, მარდი ვარ,
ცოცვაც ვიცი,
სიმაღლეზეც ავდივარ.

სათამაშოდ
არასოდეს მცალია,
აბლაბუდის
ქსოვა მიყვარს ძალიან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →