შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დანა-ჩანგალი

დანა-ჩანგლის მოხმარებას
ასწავლიან კატას:
- მარჯვენა თათს დანას ვკიდებთ,
მარცხენა თათს - ჩანგალს!

ხათრს არ უტეხს კატა პატრონს,
უხალისოდ სწავლობს.
ფიქრობს: - რძეს რომ მომართმევენ,
დანა-ჩანგლით ვჭამო?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →