ჩანაწერი
Laravel
გიგის და დათას წერილი ცას
პატივცემულო ცაო,
მოგმართავთ დიდი თხოვნით:
გამოგვიგზავნეთ ბავშვებს
მონატრებული თოვლი!
ნუ მოიმარჯვებთ საცერს,
დაუშვით ფთილა-ფთილა,
სამი დღე-ღამე ბარდნოს,
ოღონდ, იყავით ფრთხილად, -
არ შეერიოს წვიმა,
ცაო, თოვლ-ჭყაპით, აბა,
რას ვიგუნდავებთ, ან რა
თოვლის ბაბუებს დავდგამთ?!
წერილს ხელს ვაწერთ ქვემოთ
ძმები, - გიგი და დათა,
რომ შეგაწუხეთ თხოვნით,
დედიკოსთან ნუ გაგვთქვამთ!
მოგმართავთ დიდი თხოვნით:
გამოგვიგზავნეთ ბავშვებს
მონატრებული თოვლი!
ნუ მოიმარჯვებთ საცერს,
დაუშვით ფთილა-ფთილა,
სამი დღე-ღამე ბარდნოს,
ოღონდ, იყავით ფრთხილად, -
არ შეერიოს წვიმა,
ცაო, თოვლ-ჭყაპით, აბა,
რას ვიგუნდავებთ, ან რა
თოვლის ბაბუებს დავდგამთ?!
წერილს ხელს ვაწერთ ქვემოთ
ძმები, - გიგი და დათა,
რომ შეგაწუხეთ თხოვნით,
დედიკოსთან ნუ გაგვთქვამთ!
Laravel
კომენტარი
0